Ⴀ – არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. Ⴕართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ა~დ – არამედ; ა~ნ – ამინ.
Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: ა, ამო. Ⴅითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავსწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. Ⴋაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. Ⴉუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.
Ⴀ ბოლოდ სახელთა ხმარებული შესცულის მათ:
1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.
2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარადალალი, Ⴋარიამამექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა?Ⴅსჭამოა?Ⴅსუაა? და სხ.
Ⴀ შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განსრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განსრულებულ არს. Ⴀმის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.
Ⴀბაზანა – სააბანოვე დიდი ტასტი.
Ⴀბაზი – ოთხი შაური, ან 40 ფული.
Ⴀბანაკება – აკარვება.
Ⴀბანო